უცხოური მედია

ლას-ვეგასში, დასახლებულ რაიონში თვითმფრინავის კარი ჩამოვარდა

ლას-ვეგასში, ერთ-ერთ რაიონში ციდან თვითმრინავის ნაწილი ჩამოვარდა. ადგილობრივი მცხოვრებლები იმდენად შოკირებულნი იყვნენ, რომ უფროსებმა ვარდნის ხმები სროლას მიამსგავსეს, ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა კი თქვა, რომ სამყაროს დასასრული ეგონა.

მედიის ცნობით, ჩამოვარდნილი დეტალი სამხედრო თვითმფრინავის, Draken-ის კარი იყო. თვითმფრინავი საჰაერო ძალების ახლომდებარე ბაზა „ნელისიდან“ საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა. Draken International-ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველო მიზეზებს გამოიძიებს. 

ადგილობრივი მცხოვრები, რომლის ეზოშიც თვითმფრინავის დეტალი ჩამოვარდა, აცახადებს, რომ ეზოში ამ დროს შესაძლოა, მისი შვილი ყოფილიყო, თუმცა საბედნიეროდ, ტრაგედია არ მოხდა.

Facebook Comments