უცხოური მედია

მანგოს არნახული მოსავლის გამო, ფილიპინების ხელისუფლება გამოსავალს ეძებს

ფილიპინების ხელისუფლება მანგოს მოსავალთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ამინდის ანომალიის, ელ-ნინიუს გამო, ქვეყანაში უჩვეული სიცხე და გვალვაა, რის გამოც, მანგოს დიდი მოსავალი მოვიდა. 

ხელისუფლება ფიქრობს, სად წაიღოს აღნიშნული ხილის ზედმეტი 2 მილიონი კილოგრამი. ჭარბმა მოსავალმა უკვე მნიშვნელოვნად დააგდო მანგოს ფასი. ხელისუფლებამ ერთ-ერთ იაპონურ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 100 000 კგ მანგოს მიყიდის, თუმცა რჩება კიდევ 1 მილიონ 900 000 კგ.

ფილიპინების ხელისუფლებამ ივნისში მანგოს ფესტივლის ჩატარება გადაწყვიტა. ქვეყანაში კულინარიის კურსები გაიხსნება, სადაც ასწავლიან, რისი მომზადება შეიძლება მანგოთი. დედაქალაქში მოეწყობა დახლები, სადაც მანგო გაიყიდება. ფერმერთა ნაწილმა კი, უკვე ხელი ჩაიქნია და მანგოთი სავსე პაკეტებს მოსახლეობას უფასოდ ურიგებს. 

Facebook Comments
თეგები