პოლიტიკა

სოფიო ქაცარავა – დღის წესრიგში დგას აშშ-სთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განმტკიცება

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა პლენარულ სხდომაზე აშშ-საქართველოს ურთიერთობებს და პრემიერ-მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამერიკასთან ურთიერთობებში ქვეყანას სერიოზული მიღწევები აქვს, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში; ამ ეტაპზე კი, ორმხრივი დღის წესრიგში დგას სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო განმტკიცება

„10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოეწერა ხელი. ამ ეტაპზე ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში დგას სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო განმტკიცება და სწორედ ეს ამოცანა აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში. შეერთებული შტატების პოლიტიკურ თუ საინვესტიციო წრეებში საქართველო პოზიციონირებს როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების რეგიონული ცენტრი. საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, ახლო მომავალში მიაღწიოს ხელშესახებ შედეგებს და იქცეს ამ მიმართულებით საკვანძო ქვეყნად რეგიონში“,-განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მისივე თქმით, საქართველო იძენს აშშ-ს ახალი ეკონომიკური პარტნიორის სტატუსს, რაც განაპირობა სახელისუფლებო გუნდის მიერ გატარებულმა და დაგეგმილმა დემოკრატიულმა და ეკონომიკურმა რეფორმებმა, ასვევე, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით მიღწეულმა პროგრესმა.

Facebook Comments