კრიმინალი

ბაკურიანში კაცი, სავარაუდოდ, ცულით მოკლეს

ბაკურიანში მკვლელობა მოხდა. 60-წლამდე კაცი ჯიხურში გარდაცვლილი იპოვეს. კაცი, სავარაუდოდ, ცულით მოკლეს.

როგორც Imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე უკვე გახსნილია. მომხდარზე დამატებით ინფორმაციას კი უწყება მოგვიანებით გაავრცელებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას განზრახ მკვლელობისთვის.

Facebook Comments