საზოგადოება

ვაშლიჯვრის ესტაკადა 1 კვირაში გაიხსნება

ვაშლიჯვრის ესტაკადა 1 კვირაში გაიხსნება, მანამდე კი მაღალი ხარისხის ასფალტის დაგება დაიწყება, ამის შესახებ მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მერიამ გადაწყვიტა, რომ ვაშლიჯვრის ესტაკადაზე გამოიყენოს იმავე ტიპის ასფლატი, როგორიც ბარათაშვილის აღმართზეა.

“ვაშლიჯვრის ესტაკადაზე ძირითადი კონსტრუქციული ნაწილის სამუშაოების დასრულებულია. 2 დღის წინ დამთავრდა მოაჯირების მონტაჟი. იმის გამო, რომ ამ ესტაკადის დასრულების შემდეგ იქ იქნება მაღალი ინტენსივობით მოძრაობა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იქ გამოვიყენოთ იგივე ტიპის ასფალტი, როგორც ბარათაშვილის აღმართზე იყო, მაღალი ხარისხისა ასფალტი, ღორღოვან-მასტიკოვანი ტიპის, სამუშაოები დასრულდება დაახლოებით ერთ კვირაში და ერთი კვირის შემდეგ ჩვენს მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ისარგებლონ ამ ესტაკადით”,– განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

Facebook Comments