უცხოური მედია

მალტაზე ელისაბედ მეორის ყოფილი სახლი იყიდება

მალტაზე გაერთიანებული სამეფოს ელისაბედ მეორის ყოფილი სახლი იყიდება. ამის შესახებ BBC წერს.

ვილა მალტის დედაქალაქ ვალეტასთან ახლოს მდებარეობს. ელისაბედ მეორე ამ სახლში 1949-1951 წლებში მაშინ ცხოვრობდა, როდესაც მისი მეუღლე ფილიპი საზღვაო ოფიცრად მსახურობდა.

დედოფალი მალტას 2015 წელს ესტუმრა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა თავისი ცხოვრებისა და ქორწინების ყველაზე ბედნიერ წლებს აგონებს.

ვილის ღირებულება 5.3 მილიონი ევროა.

ელისაბედ მეორე
Facebook Comments