Uncategorized

მოსკოვში ალექსეი ნავალნი დააკავეს

მოსკოვში Meduza-ს ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მხარდამჭერ მსვლელობაზე რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

დაკავებულთა საერთო რიცხვი 30-ს აღემატება. ივან გოლუნოვის მხარდამჭერი მსვლელობა ადგილობრივი დროით 12:00 საათზე დაიწყო. მსვლელობის მონაწილეები მოსკოვის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობისკენ მიემართებიან. მოსკოვის მერიას აქციის გამართვის ნებართვა არ გაუცია.

Meduza-ს ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მიმართ საქმის გამოძიება შეწყდა. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ კოლოკოლცევმა განაცხადა.

გამოცემა Меduza-ს კორესპონდენტს ივან გოლუნოვს ბრალი დიდი რაოდენობით ნარკოტიკების ფლობასა და გასაღების ფაქტზე წარუდგინეს. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსით აღნიშნული ბრალდება 10-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

რუსი ჟურნალისტი, რომელიც მოსკოველი მაღალჩინოსნების კორუფციის საქმეს იძიებდა, პოლიციამ 6 ივნისს მოსკოვში დააკავა 8 ივნისს და მას შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

36 წლის ივან გოლუნოვი Меduza-ს კორესპონდენტია. გამოძიების ცნობით, დაკავებისას მას ნარკოტიკული საშუალების შეკვრა აღმოუჩინეს, მეორე პაკეტს კი ჟურნალისტის სახლში მიაგნეს. 

დამოუკიდებელი რუსულენოვანი ინტერნეტ-გამოცემა Meduza-ს ოფისი ლატვიის დედაქალაქ რიგაში მდებარეობს.

Facebook Comments