მედიცინა

რა უნდა იცოდეთ, თუ გველს დაინახავთ ან ქვეწარმავალი გიკბენთ – სპეციალისტის რჩევები

რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, თუ გველს დაინახავს, ან ქვეწარმავალი უკბენს, – ამ საკითხის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგმა, შოთა ზანდუკელმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„გველთან შეხვედრის დროს უნდა გავითვალსიწინოთ შემდეგი რჩევები: პირველ ყოვლისა, ქვეწარმავალთან შეხვდრისას  ის აუცილებლად გარბის ჩვენგან, თუმცა არსებობს მომენტები, როცა ის ფიქრობს, რომ ჩვენ მას ვერ ვხედავთ და გაუნძრევლად წევს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მას არ უნდა მივუახლოვდეთ, არ ვეცადოთ მისი დაჭერა, დაფრთხობა, მოკვლა. ძირითადად, ამ დროს ხდება ხოლმე დაკბენები. დაკბენის შემთხვევაში აუცილებელია, მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს. ასევე, უნდა გაითვალსიწინოთ შემდეგი რჩევები“ – სანამ სასწრაფო მოვა, უნდა დაწვეთ, იყოთ უძრავად, მიიღოთ ბევრი სითხე, არაალკოჰოლური. უმჯობესია, თუ არ ინერვიულებთ. ნერვიულობის პროცესში შხამის გადააგილების სისწრაფე მატულობს. არცერთ შემთხვევაში  უნდა გავჭრათ ნაკბენი ადგილი. შხამიანი გველი კბენის დროს ორ ნახვრეტს ტოვებს, სისხლმდენს, ხოლო არაშხმანი გველი ბევრი კბილის ნაკვალევს ტოვებს. სანამ სასწრაფო მოვა, თუ ალერგიული შეტევა მოგცათ, უნდა გამოიყენოთ ანტიალერგიული საშუალებები, დექსამეტაზონი ან მსგავსი ძლიერი პრეპარატი“, – განაცხადა ზანდუკელმა.
მისივე რეკომენდაციით, მოქალაქეებმა უნდა მოუარონ საკუთარ ურბანულ სივრცეს.

„ჩვენი სააგენტოს მოვალეობაა რეაგირება, როცა ურბანულ გარემოში გვხდება ქვეწარმავალი, ვეხმარებით როგორც ადამიანს, ასევე  – ქვეწარმავალს. ქვეწარმავლის დაჭერის შემთხვაში ის ბუნებრივ არეალს უბრუნდება.
რაც ეხება პრევენციულ ღონისძიებებს – ეს არის ტერიტორიების ქვეწარმავლის დამაფრთხობელი რეპელენტით დამუშავება. მოსახლეობას მინდა, ვურჩიო თავიანთ ურბანულ სივრცეს მოუარონ, ანუ არ იყოს მოუვლელი მწვანე საფარი, მაღალი ბალახი, მოუვლელი ბუჩქები, არ ეყაროს სამშენებლო მასალების ნარჩენები, არ იყოს ანტისანიტარია. ეს ნიუანსებია გასათავლსიწინებელი”,
– განაცხადა ზანდუკელმა.

მისივე თქმით, მიმდინარე სეზონზე დედაქალაქში ქვეწარმავლების გავრცელების მხრივ საგანგაშო მდგომარეობა არ არის.
„წელს ვითარება არ არის შეცვლილი. ქვეწარმავლების რიცხვი ქალაქში მომატებული არ არის. უბრალოდ, ინფორმაცია ვრცელდება სოციალური ქსელების მეშვეობით და ფონი იქმნება ისეთი, თითქოს, რაღაც  განსხვავებული ხდება.
ქალაქში ვითარება არანაიარად  არის შეცვლილი, ჩვეულებრივი რაოდენობა გვაქვს გამოძახებების, რაზეც უსწრაფესად ვრეაგირებთ“,
– განაცხადა ზანდუკელმა.

წყარო: kvira.ge

Facebook Comments