უცხოური მედია

საფრანგეთში 75-წლიანი განშორების შემდეგ შეყვარებული წყვილი ერთმანეთს შეახვედრეს

საფრანგეთში 75-წლიანი განშორების შემდეგ, შეყვარებული წყვილი ერთმანეთს ისევ შეხვდა. ამის შესახებ BBC წერს.

1944 წელს ამერიკელ ჯარისკაცს, რომელიც აღმოსავლეთ საფრანგეთში იყო, 18 წლის ფრანგი გოგო შეუყვარდა. 2 თვის შემდეგ იძულებული გახდა, დისლოკაციის ადგილი შეეცვალა. ამის შემდეგ კიტეი რობინსსა და ჟან პირსონ ნი განაის ერთმანეთი აღარ უნახავთ.

როგორც აღმოჩნდა, ამერიკელი კაცი სამშობლოში დაბრუნდა და ოჯახი შექმნა, ფრანგი გოგოც გათხოვდა და 5 შვილი შეეძინა. თუმცა, როგორც ჟურნალისტებს განუცხადეს, ერთმანეთზე სულ ფიქრობდნენ.

75-წლიანი განშორების შემდეგ ამერიკელი ჯარისკაცი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც ჟურნალისტების დახმარებით წყვილის ემოციური შეხვედრა გაიმართა. კაცს უბის ჯიბეში საყვარელი ქალის ფოტო ისევ ჰქონდა. ახლა ორივე ქვრივია.

Facebook Comments