ეს საინტერესოა მისტიკა და ჩვეულებები

სახლის დალაგების კონმარის მეთოდმა ამერიკაში ნამდვილი ბუმი გამოიწვია

რატომ არიან ამერიკელები მოხიბლული კონმარის დალაგების მეთოდით და რით განსხვავდება იაპონელებისა და ამერიკელების დამოკიდებულება სახლის ლაგებასთან, ამის შესახებ იაპონური გამოცემა Nippon წერს.

კონმარი, იგივე კონდო მარიე- სახლის დალაგების კონსულტანტია. Netflix-ზე შოუ მისი მონაწილეობით, აშშ-ში მეგა პოპულარულია. მას იცნობს ყველა.

წიგნი „მაგიური დალაგება – იაპონური ხელოვნება სახლისა და ცხოვრების წესრიგში მოყვანა“ იაპონიაში 2010 წელს გამოვიდა და პოპულარობა უცბად მოიპოვა. 2014 წელს კი, აშშ-ში გამოცემული თარგმანი ბესთსელერი გახდა. პოპულარობის მეორე ტალღა Netflix-ის შოუს შემდეგ დაიწყო. 

კონმარის მეთოდით დალაბეის დროს თავდაპირველად, საჭიროა დაჯდეთ და სულიერად დამშვიდდეთ.

საფუძვლიან დალაგებას ინგლისურად clutter-cutting ჰქვია, რაც უსარგებლო ხნივთებისგან გათავისუფლებას ნიშნავს. ალბათ არავის მოსვლია ადრე აზრად, ასეთი სამუშაოს წინ მუხლებზე დადგომა და განწმენდის პროცესის ჩატარება, რომელიც ლოცვას წააგავს.

კონმარის ძირითადი წესია – აიღე ხელში ყოველი ნივთი და განსაზღვრე, მოაქვს თუ არა მას შენთვის სიხარული. ამის შემდეგ შეძლებ დაიტოვო მხოლოდ ის, რაც გიყვარს.

სახლის ნივთების დახარისხება და გადაყრა, ასევე მისთვის ძვირფასი ნივთების მიმართ მადლიერების გამოხატვა ადამიანს, რომელსაც ნივთებთან განშორება უჭირს, ეხმარება, გათავისუფლდეს აკვიატებული აზრისგან საკუთარი არასრულყოფილების შესახებ. 

თუ რომელიმე ნივთი აღარ ახარებს  მფლობელს, მას აუცილებლად უნდა შეელიოს. მანამდე კი, მადლობა გადაუხადოს.

ასეთი მიდგომა  გამბედაობას და საკუთარი თავის რწმენას მატებს ადამიანებს, ვინც ვერ თავისუფლდება ძველი ნივთებისგან იმის გამო, რომ ენანება, ან შეიძლება ოდესმე დაჭირდეს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ბევრი ადამიანი მთელ ცხოვრებას „საწყობში“ ატარებს. 

მინიმალიზმის მოყვარული ამერიკელები კონმარის დალაგების მეთოდს რეალისტურად უდგებიან – რაც ნაკლები ნივთი გაქვს, მით უფრო ნაკლებ დროს ხარჯავ მათ დალაგებაზე.

რა მხრიდანაც არ უნდა მივუდგეთ, ნივთების მინიმალური რაოდენობა  ცხოვრებას მართლაც აიოლებს. 

Facebook Comments