უცხოური მედია

ქალი, რომელსაც ქმარმა 5 შვილი მოუკლა, დამნაშავის სიკვდილით დასჯის წინააღმდეგია

ამერიკელი ქალი, რომელსაც ქმარმა 5 შვილი მოუკლა, წინააღმდეგია დამნაშავე სიკვდილით დასაჯონ. ამის შესახებ BBC წერს.

ამბერ კაიზერმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ბავშვებს მამა უყვარდათ. სწორედ ამიტომაა ის წინააღმდეგი დამნაშავე სიკვდილით დასაჯონ.

37 წლის ჯონსმა ერთიდან რვა წლამდე შვილები მოკლა. საშინელი დანაშაული  2014 წელს ლენქსინგტონში მოხდა. კაცი ამბობს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო.

ბრალდებულს განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა გამოუტანონ.

Facebook Comments