ცხოველები

როგორ მოახერხა ჰოლანდიამ, რომ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი მაწანწალა ძაღლი

სამყარო, რომელშიც არ არსებობს მაწანწალა ძაღლი, იდეალურია. ჰოლანდიელებმა მონახეს ამის განხორციელების გზა. 

ХХІ-ე საუკუნის დასაწყისში ქვეყანაში უპატრონო ძაღლების რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ პრობლემა ეროვნულ დონეზე დადგა. 

ხელისუფლებამ უპატრონო ძაღლების ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო, რაც იმას გულისხმობს, რომ მოხალისეები ქუჩაში იჭერდნენ უპატრონო ძაღლებს, უკეთებდნენ სტერილიზაციას, საჭირო აცრებს და პოულობდნენ მათთვის ახალ სახლებს. 

ამ მიდგომის წყალობით, ქვეყანაში დღეს ვერ ნახავთ მაწანწალა ძაღლს.

დაწესდა ჯარიმები მათთვის, ვინც ძაღლს სახლიდან გააგდებს – 15 ათასი ევრო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ასევე, თუ ადამიანი მოინდომებს ძაღლის ყიდვას, მან უნდა გადაიხადოს გადასახადი, თუმცა უპატრონო ძაღლის აყვანა სრულიად უფასოა. 

აღნიშნული კამპანიის შედეგად, მოსახლეობამ ქუჩიდან მილიონზე მეტი ძაღლი შეიფარა. 

Facebook Comments