უცხოური მედია ქალი და მამაკაცი

აშშ-ში მამაკაცი სხვენში მალულად ცხოვრობდა და ღამ-ღამობით 14 წლის გოგონას ოთახში სტუმრობდა

აშშ-ში, პენსილვანიის შტატში სამართალდამცველებმა საცხოვრებელი სახლის სხვენიდან მამაკაცი გამოიყვანეს, რომელიც თვეების განმავლობაში იქ მალულად ცხოვრობდა. როგორც გაირკვა, 18 წლის მამაკაცი სახლში მცხოვრები ოჯახის ერთ-ერთ წევრთან, 14 წლის გოგონასთან შედიოდა და ღამეს მასთან ერთად ატარებდა. ამის შესახებ Fox 17 Nashville იუწყება.

პოლიციის ცნობით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გოგონას დედამ, რომელიც სამსახურიდან დროზე ადრე დაბრუნდა, დაინახა 18 წლის მეთიუ კასტრო, რომელიც კიბეზე იდგა და ზემოდან ქვემოთ უყურებდა. ქალი ამბობს, რომ კასტროს თხოვა, წასულიყო, მაგრამ ის გოგონას ოთახისკენ გაიქცა, იქიდან კი, სხვენში ავიდა და დაიმალა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კასტრო რამდენიმე თვის განმავლობაში სახლის სხვენში მალულად ცხოვრობდა, ღამე კი, გოგონას ოთახში კარადიდან შედიოდა. პოლიციის განცხადებით, არასრულწლოვნებს ერთმანეთი უყვართ, რასაც ოჯახი ეწინააღმდეგება. ამის გამო, წყვილი იანვარში გაქცევას გეგმავდა, თუმცა კასტრო გააფრთხილეს, რომ გოგონას არ მიახლოებოდა.

კასტროს ბრალად ედება უნებართვოდ შეღწევა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

სამართალდამცველების თქმით, კასტრო სხვენის დატოვებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა და იძულებული გახდნენ, ელექტროშოკი გამოეყენებინათ. 

 

Facebook Comments