საზოგადოება

თუშეთის გზაზე პიკაპი გადავარდა, რომელშიც სავარაუდოდ, უცხოელი მოტოციკლისტები ისხდნენ

თუშეთის გზაზე პიკაპი გადავარდა, რომელშიც სავარაუდოდ, უცხოელი მოტოციკლისტები ისხდნენ.

ახმეტის მერის მოადგილის, ვანო ნასყიდაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პირების მოტოციკლები პიკაპის მარკის მანქანაში იყო განთავსებული. მისივე ინფორმაციით, ავარიის, შედეგად სავარაუდოდ, არის მსხვერპლი.

„მოტოციკლის მოყვარულები ყოფილან, სავარაუდოდ. პიკაპის მარკის მანქანაზე დებულა ეს მოტოციკლები. პიკაპის პარკის მანქანა იყო, რომელიც გადავარდა. დანარჩენი დეტალები არ ვიცი, უცხოელები არიან“, – განცხადა ნასყიდაშვილმა.

Facebook Comments
თეგები