უცხოური მედია

მამაკაცმა 57 წლის ასაკში შეიტყო, რომ 25 შვილი ჰყავს

57 წლის მამაკაცმა, რომელიც ცოლს გაცილებულია, შეიტყო, რომ 25 შვილი ჰყავს და მათთან შეხვედრა გადაწყვიტა, ამის შესახებ Relay Hero წერს.

ახალგაზრდობაში პიტერ ელენშტეინი ლოს-ანჯელესში მსახიობად მუშაობდა და რადგან როლებს იშვიათად სთავაზობდნენ, ფულისთვის თავის სპერმას აბარებდა.

30 წლის შემდეგ ის ქალიშვილმა, რეიჩელმა იპოვა. რეიჩელმა დნმ-ტესტირების შედეგად თავის დებს და ძმებსაც მიაგნო, ამის შემდეგ კი, დიდი გაჭირვებით მამაც იპოვა.

შედეგად, პიტერმა 25 შვილი აღმოაჩინა. 

მამაკაცი ამბობს, რომ თავდაპირველად შოკირებული იყო, როდესაც რეიჩელმა შეხვედრა თხოვა, თუმცა, ახლა ძალიან კმაყოფილია. მისი თქმით, ერთი წლის წინ რომ შეეთავაზებინათ შვილების ნახვა, არ დათანხმდებოდა, თუმცა ახლა ძალიან ბედნიერია.

ამბობს, რომ განსხვავებული შვილები ჰყავს – მაღლები, დაბლები, ქერები, შავგვრემნები, თუმცა ყველა მამას ჰგავს და ასევე ერთმანეთს. ბედნიერია პიტერის დედაც, რომელმაც ერთდროულად 25 შვილიშვილი შეიძინა.

ეს ყველაფერი არ არის: სპერმის ბანკში პიტერს უთხრეს, რომ არ ინახება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ქალის განაყოფიერება მოხდა მისი სპერმით და მსოფლიოში შეიძლება არსებობდეს კიდევ ათეულობით მისი შთამომავალი.

იმისათვის, რომ შვილებთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდეს, ასევე იპოვოს დანარჩენები, პიტერმა სოციალურ ქსელში სპეციალური ჯგუფი შექმნა.

Facebook Comments