საზოგადოება

მთავრობის კანცელარიასთან პოლიციასა და კონტრაქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ კონტრაქციის მონაწილე დააკავა.

კონტრაქციის მონაწილე ერთ-ერთმა პირმა ჟურნალისტს მიმართა, რომ შეეწყვიტა გადაღება, რა დროსაც ვითარება აქციაზე დაიძაბა.

„ლიბერალის“ ჟურნალისტმა პოლიციელებს მოუწოდა, რომ დაეკავებინათ პირი ვინც მას გადაღებაში ხელს უშლიდა. ამასთან, ჟურნალისტის თქმით, მას აღნიშნული პირი ემუქრებოდა.

ამ დროისთვის კანცელარიასთან კონტრაქციის მონაწილე 5 პირია დაკავებული.

როგორც კონტრაქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გურამ ფალავანდიშვილმა აღნიშნა, თუ პოლიცია კიდევ დაიცავს ლგბტ თემის წარმომადგენლების აქციას და არ აღკვეთს მათ პროვოკაციებს, კონტრაქციის წარმომადგენლები თავად დაშლიან მათ აქციას.

Facebook Comments