პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი – მზად ვარ, იარაღით ხელში დავიცვა უკრაინა

საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში სამხედრო სამსახურისთვის სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამის შესახებ სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა და სვიატოშინსკის სამხედრო კომისარიატში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

“შესანიშნავი ჯანმრთელობა მაქვს, სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი ვარ, ასე რომ მზად ვარ, იარაღით ხელში დავიცვა უკრაინა”, — წერს სააკაშვილი.

ის აქვე აღნიშნავს, რომ პერსონალი ძალიან ცუდ პირობებში მუშაობს და სამხედრო კომისარიატებისა და მათი თანამშრომლებისთვის დაფინანსების მკვეთრად გაზრდა საჭიროა.

Facebook Comments
თეგები