პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ წევრმა ქალი მაშველების ცინიკურად მოხსენიების გამო ბოდიში მოიხადა

არასამთავრობო ორგანიზაციამ ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნოდარ დუმბაძე ქალი მაშველების მიმართ დისკრიმინაციული და სექსისტური განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას რეზონანსი ავრცელებს.

საკრებულოს სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის” პროგრამების ხელმძღვანელმა რომა დოლაბერიძემ ნოდარ დუმბაძეს ბოდიშის საჯაროდ მოხდა მოსთხოვა.

თავის მხრივ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნოდარ დუმბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან გუშინ ქალ მაშველებთან დაკავშირებით სიციალურ ქსელში იხუმრა და ამის გამო ბოდიშიც მოიხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმის სანაპიროზე ქალი მაშველები პირველად გამოჩნდნენ. ნოდარ დუმბაძემ ქალი მაშველები სოციალურ ქსელში ცინიკურად მოიხსენია.

Facebook Comments