უცხოური მედია

ორნელა მუტი პუტინთან შეხვედრის გამო, შესაძლოა, ციხეში ჩაჯდეს

იტალიის საკასაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მსახიობ ორნელა მუტის მიმართ გამოტანილი განაჩენი – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა. მსახიობს 2010 წლის 10 დეკემბერს ქალაქ პორდენონეში სპექტაკლზე გამოუცხადებლობას ედავებიან. ამის შესახებ ANSA იუწყება.

ორნელა მუტიმ მაშინ ყალბი სამედიცინო ცნობა წარადგინა, რის საფუძველზეც ის სცენაზე გამოსვლისგან გათავისუფლდა. თუმცა, იმავე საღამოს მუტი სანქტ-პეტერბურგში საქველმოქმედო ვახშამს დაესწრო, რომელსაც ასევე ესწრებოდა რუსეთის მაშინდელი პრემიერი ვლადიმერ პუტინი. თეატრ ვერდის ადმინისტრაციამ, სადაც სპექტაკლი უნდა ჩატარებულიყო, მუტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

თავად მსახიობი ამბობს, რომ ის მართლაც ავად იყო ლარინგოფარინგიტით, რის გამოც სცენაზე გამოსვლას ვერ შეძლებდა, რადგან ხმის იოგების დაჭიმვა დასჭირდებოდა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქველმოქმედო საღამოზე საუბარი არ სჭირდებოდა. 

სასამართლომ მსახიობს პატიმრობა ჯერ კიდევ 2015 წელს მიუსაჯა. თუმცა მას ციხეში 6 თვე უნდა გაეტარებინა. 2017 წელს განაჩენი შემსუბუქდა და 6 თვემდე შემცირდა. 

Facebook Comments