საზოგადოება

პატრიარქმა კახა კალაძე და მისი ოჯახი დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თბილისის მერი კახა კალაძე და მისი ოჯახი დალოცა. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

“ა.წ. 14 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქალაქ თბილისის მერი, ბ-ნი კახა კალაძე და მისი ოჯახის წევრები მიიღო. დღეს მოინათლნენ ბ-ნ კახის უმცროსი შვილები და მათი ნათლია მისი უწმინდესობა გახდა”, – აცხადებენ საპატრიარქოში.

Facebook Comments