გამოიკვეთა ახალი საშიშროება, რომელსაც ფასტფუდი იწვევს

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ე.წ. ფასტფუდის, მათ შორის, ჰამბურგერების მოხმარება ტვინის ნაადრევ დაბერებას უწყობდ ხელს. ამის შესახებ MedicalXpress-ზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

მეცნიერებმა გააანალიზეს 200-ზე მეტი გამოკვლევის შედეგი, რომელშიც ამოწმებდნენ კავშირს თავის ტვინის ჯანმრთელობასა და გარემო ფაქტორებს შორის. ექსპერტების თქმით, აღმოაჩინეს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ხანგრძლივი, არაჯანსაღი დიეტისა და ფიზიკური აქტივობის დეფიციტის დროს იმატებს მეორე ტიპის დიაბეტით დაავადების რისკი, ასევე უარესდება კოგნიტური ფუნქციები, იწვევს დემენციას და ტვინის ატროფიას.

ნეიროდეგენერაცია შესაძლოა, ჩვეულებრივზე გაცილებით ადრე განვითარდეს და შეუქცევადი ხასიათი მიიღოს თუ ეს შუა ხნის ადამიანს ეხება. ამიტომ, დემენციის რისკის შემცირებისკენ მიმართული რეკომენდაციები 60 წლის ასაკის ადამიანებში პრაქტიკულად უშედეგოა. მეცნიერები მოსახლეობას ურჩევენ, რაც შეიძლება, დროზე გადავიდნენ ჯანსაღ კვებაზე.  

შეფასებების მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 30 პროცენტი ჭარბწონიანია, 2030 წლისთვის კი, 10 პროცენტზე მეტი მეორე ტიპის დიაბეტით იქნება დაავადებული. 

Facebook Comments

ახალი დადებული