საზოგადოება

ირმა ინაშვილი შსს-ს მიმართავს

მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, არაფერ შუაში არაა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლი და ამ მოტივით აქციის მონაწილეების დაკავება, -ასეთი განცხადება გამოაქვეყნა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა სოაციალურ ქსელში.

ინაშვილი დღეს მთავრობის კანცელარიასთან კონტრაქციის მონაწილეების დაკავებას ეხმაურება.

„როგორც სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, ამ დროისათვის სახელმწიფო კანცელარიის წინ მიმდინარე აქციაზე 8 პირია დაკავებული. ყველა დაკავებული სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. ეტყობა, ვიღაცას ჰგონია, რომ აზრის გამოხატვის უფლება საქართველოში სხვებს აქვთ, მართლმადიდებლებს კი არა.

ეს მართლმადიდებელი მრევლი ამ ქვეყანაში უმრავლესობაა და როდემდე უნდა ჩაგრავდეს უმრავლესობას უმცირესობა? ამიტომ მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ალექსანდრე ფალავანდიშვილიც და საერთოდ, ყველა დაკავებული“,-წერს ირმა ინაშვილი.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა.

ამ დროისთვის „თბილისი პრაიდის“ აქციისა და კონტრაქციის მონაწილეები კვლავ ადმინისტრაციასთან რჩებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

Facebook Comments