სელებრითები

კიმ კარდაშიანი ტრამპთან ოფიციალურ შეხვედრაზე დემნა გვასალიას კოსტიუმით გამოცხადდა

რეალითი-შოუს ამერიკელი ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი თეთრ სახლში პრეზიდენტთან ოფიციალურ შეხვედრაზე ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ბრენდის, Vetements-ის ზურმუხტისფერი კოსტიუმით და Hermès-ის 70 000 დოლარად ღირებული ჩანთით მივიდა.

ღონისძიებაზე გამოსვლისას კიმ კარდაშიანმა ამერიკის ხელისუფლებას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მის ძალისხმევას, დაეხმაროს ადამიანებს, ვინც ციხიდან გამოდის და სამუშაოს ეძებს, რათა სწორ გზას დაუბრუნდნენ.

გასულ წელს კარდაშიანი ტრამპთან შეხვედრისას ასევე Vetements-ის ბრენდის სამოსში გამოწყობილი მივიდა. მაშინ მოდელმა პრეზიდენტს პატიმარი ქალის შეწყალება სთხოვა, რომელსაც ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო, სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.


Facebook Comments