საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტრაქცია დაიშალა

Nusagi

ღამით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ კონტრაქციაზე სამართალდამცავებმა 20 -ზე მეტი პირი დააკავეს.

როგორც შს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, დაკავებულების თაობაზე დეტალურ ინფორმაციას 15 ივნისს, დილით გაავრცელებენ და საზოგადოებას შეატყობინებენ, რამდენი პირია ადმინისტრაციული წესით დაკავებული, რამდენი – სისხლის სამართლის წესით და რამდენი -გათავისუფლებული.

მთავრობის ადმინისტრაციასთან დარჩენილი უფლებადამცველები და „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ არ დაიშლებოდნენ, სანამ კონტრაქცია არ დაიშლებოდა.

გვიან ღამით, კონტრაქციის დაშლის შემდეგ ტერიტორია „თბილისი პრაიდის“ რამდენიმე მხარდამჭერმა დატოვა. ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს ასევე ნატა ფერაძემ, ელენე ხოშტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა, თუმცა მოგვიანებით, ნატა ფერაძემ უარი განაცხადა პოლიციის კორიდორით სარგებლობაზე, კიბეზე ჩამოჯდა და განაცხადა, რომ აქვს უფლება, სახლში იმ გზით წავიდეს, რომლითაც სურს.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციასთან „თბილისი პრაიდის“ მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა აქცია და კონტრაქცია გამართეს.

კონტრაქციის მონაწილეები თბილისში ლგბტ აღლუმის ჩატარების წინააღმდეგ გამოდიან, „თბილისი პრაიდის “ მომხრეები კი, აცხადებენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია, მათი გამოხატვის უფლებები დაიცვას.

გუშინ, „თბილისი პრაიდის“ აქციის დაწყების წინ, ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და განაცხადა, რომ ლგბტ აქციის ჩატარება დაუშვებელი იყო. „თბილისი პრაიდის“ აქციასა და კონტრაქციას შორის პოლიციის კორდონი იყო. მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა, როდესაც კონტრაქციის მონაწილეებმა კორდონის გარღვევა სცადეს. მათ „თბილისი პრაიდის“ აქციის მონაწილეებს ბოთლები და კვერცხები ესროლეს. ამასთან, კონტრაქციის მონაწილეებმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სახალხო დამცველის მოადგილეს კი – სიტყვიერი შეურაცხყოფა.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,793 ნახვა
%d bloggers like this: