უცხოური მედია

ფრანგი მილიარდერები ნოტრ-დამის აღდგენისთვის შეპირებულ თანხებს არ რიცხავენ

Nusagi

ფრანგმა მილიარდერებმა არ შეასრულეს დაპირება ნოტრდამის აღდგენის მიზნით მატერიალური დახმარების თაობაზე. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. 

საქველმოქმედო ფონდში, რომელიც ხანძრით დაზიანებული ტაძრის რეკონსტრუქციისთვის იყო განკუთვნილი, ფრანგი ბიზნესმენებისგან არც ერთი ცენტი არ შესულა, განაცხადეს საეკლესიო და საქმიანი წრეების წარმომადგენლებმა.

ამავდროულად, ტაძრის პრესსამსახურის წარმომადგენელი, ანრი ფინო აცხადებს, რომ მსხვილი ინვესტორების სიფრთხილე იმას უკავშირდება, რომ სურთ, იცოდნენ, კონკრეტულად რაზე დაიხარჯება მათ მიერ შეწირული თანხები.  France Info წერს, რომ ისინი რეკონსტრუქციის გეგმას ელოდებიან და მხოლოდ ამის შესმდეგ ჩარიცხავენ ფონდში თანხებს.

ამ დროისთვის რეკონსტრუქციისთვის ჩარიცხულია დაპირებული თანხების მხოლოდ 9 პროცენტი. ამ თანხის ძირითადი ნაწილი აშშ-დან ჩაირიცხა. „ამერიკელები ძალიან გულუხვები არიან ნოტრ-დამთან მიმართებაში, რადგან ტაძარი ძალიან უყვართ ამერიკაში“,-განაცხადა საქველმოქმედო ფონდის „ნოტრ-დამის მეგობრების“ პრეზიდენტმა მიშელ პიკომ. 

შეგახსენებთ, აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის ბიზნესმენების  მიერ დაპირებულმა თანხებმა მილიარდ ევროს გადააჭარაბა.

Facebook Comments
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,334,193 ნახვა
%d bloggers like this: