პოლიტიკა პოსტები სოციალური ქსელიდან საზოგადოება

სად ხარ, ჩემო ვაჟა! კაცზე რომ ლეჩაქს იტყოდნენ, რა სირცხვილი და სიკვდილი იყო! სად გაქრა ის ქართველი კაცი?

Nusagi

მიმაჩნია, რომ სამყარო არსებობს ორი საწინააღმდეგოს ერთობით. ყველა სფეროში, ყველა დონეზე, ეს არის სამყაროს არსებობის წესი, გვინდა თუ არ გვინდა, – ასე ეხმაურება ფიზიკოსი ირმა ვიბლიანი „პრაიდის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

ირმა ვიბლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ძალადობა ყოვლად მიუღებელია, მაგრამ ადამიანებს ამა თუ იმ მოვლენის მიმართ უარყოფითი აზრის გამოთქმის უფლება აქვთ.

ფიზიკოს „ბნელებად“ იმ ადამიანებს მიიჩნევს, ვისაც საკუთარი აზრი არ გააჩნიათ და ისე ფიქრობენ, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციები ჩააგონებენ.

„ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, იქონიოს საკუთარი აზრი ნებისმიერ მოვლენაზე თუ არსებაზე, ჰქონდეს ემოცია, მოწონება იქნება ეს თუ არმოწონება! თუნდაც, დააფიქსიროს ეს საკუთრი მოწონება-არმოწონება! თუ დავუშვებთ, რომ ყოველი ადამიანი ვალდებულია, ყველაფერი მოსწონდეს, და არმოწონება და უარყოფითი დამოკიდებულება ადამიანების და მათი ქმედებების მიმართ დანაშაულია, მაშინ ასაკრძალია ზოგადად მხატვრული ლიტერატურა, იქ უხვადაა იმდენი რამ, პოლიტკორექტულობის და ენჯეოშნიკების თვალით თუ გავაანალიზებთ, ძალიან მავნებლური და მიუღებელია.
ჰოდა რატომ და ვის აქვს უფლება, წამართვას უფლება, მქონდეს ჩემი ემოცია და დამოკიდებულება თუნდაც ლგბტ თემაზე? 
საყოველთაოდ, სახალხოდ ტარდება სილამაზის კონკურსები და ფასდებიან ქალები სანტიმეტრებით, მილიმეტრებით, სახის პროპორციებით და ა.შ. ამის უფლება აქვთ ხომ ადამიანებს?
და მე რომ არ მომწონდეს ზოგადად ის, რომ კაცი კაცს ჟიმავს და კაცი ლეჩაქს ითხოვს, და ამით ამაყობს, რატომ არ მაქვს ამის უფლება?(სად ხარ, ჩემო ვაჟა!!! კაცზე რომ ლეჩაქს იტყოდნენ, როგორი სირცხვილი და სიკვდილი იყო! სად გაქრა ის ქართველი კაცი?) 
თუ ვიძალადებ, ჩვეულებრივ გამასამართლონ, როგორც გამასამართლებენ სხვა პირის მიმართ ძალადობაზე. დანარჩენზე მე ჩემი აზრი მაქვს, მიმაჩნია, რომ ეს არ არის სამყაროს წესი, მიმაჩნია, რომ სამყარო არსებობს ორი საწინააღმდეგოს ერთობით. ყველა სფეროში, ყველა დონეზე, ეს არის სამყაროს არსებობის წესი, გვინდა თუ არ გვინდა. თუ დავუშვებთ, რომ მოხდა ისე, რომ ადამიანები მხოლოდ ჰომოურთიერთობებით დაკავდებიან, უმოკლეს დროში ადამიანთა მოდგმა არსებობას შეწყვეტს. ამიტომ ეს არ არის ნორმა! მე არ ვამბობ, რომ არ აქვთ უფლება ამ გადახრით დაკავდნენ, მაგრამ ვითხოვ, ნუ მატენიან ცხვირში, როგორც ნორმას და ჩვეულებრივ მოვლენას, ნუ ძალადობენ ბავშვების და ახალგაზრდების ფსიქიკაზე, რომ ეს არის არჩევანი, იყოს ქალი თუ კაცი! ნუ ამკვიდრებენ იმ სტერეოტიპს, რომ თუ არ ხარ ჰომო ან მათი ტაშის დამკვრელი, ხარ ბნელი ღრუზინი! აი, ის ხალხი მებნელება ყველაზე მეტად, რაც უბრძანეს და ჩააგონეს დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა, ისე რომ ფიქრობენ. ესაა ზუსტად ქაჯობა და არა ის, რომ შენ შენი აზრი გაქვს და ვიღაცის გავლენით არ შეიცვლი!
და კიდევ, თუ მათ აქვთ იმის უფლება, გამობრძანდნენ ქუჩაში და იამაყონ იმით, რომ ქალის ლეჩაქი ხურავთ, სხვასაც აქვს უფლება, გამოვიდეს ქუჩაში და გამოხატოს არმოწონება ამ უკუღმართობის მიმართ!
ძალადობას ვემიჯნები სრულიად! მაგრამ მათ რომ მისცე სრული ძალაუფლება, ძალადობას და ბულინგს მერე ნახავთ. ისედაც დაბულინგებულები ვართ ის ადამიანები, ვინც ტაშს არ ვუკრავთ მათი სქესობრივი უკუღმართობების საჯაროდ გამოფენას და სიამაყეებს (პრაიდი). მეტი საამაყო თუ არ გაქვთ, როგორ კარგადაა ამ ქვეყნის საქმე? ქაჯებო! “,-წერს ირმა ვიბლიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,054 ნახვა
%d bloggers like this: