პოლიტიკა

სამწუხაროა, რომ ორივე მხრიდან ხდება მანიპულირება და ამას ეწირება ჩვენი მომავალი და განვითარება

Nusagi

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე,თამარ ხულორდავა ლევან ვასაძის მიერ სახალხო ლეგიონის შექმნას ეხმაურება და წერს:

“ეს არისდანაშაულებრივი და უკიდურესად საშიში მოწოდება! ასეთი აგრესიის პროპაგანდა ერთმნიშვნელოვ ნად მიუღებელია!

სამწუხაროა, რომ ამ თემით ორივე მხრიდან ხდება მანიპულირება და ამ ყველაფერს ეწირება ჩვენი უკეთესი მომავალი და განვითარება. იქნებ ვიფიქროთ, რა ინტერესი დგას ამ ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის უკან და ვინ სარგებლობს ამ მდგომარეობით.

სახელმწიფო არ დაუშვებს ძალადობას. პოლიციამ კარგად გაართვა თავი პარასკევს კონტრაქციის მონაწილეთაგან აქციის მონაწილეების დაცვას. სამწუხაროდ თემა გრძელდება და პოლიციას მომავალ კვირაშიც მძიმე ფუნქციის შესრულება მოუწევს. ჩვენ ვაყენებთ მათ ამ ურთულესი ამოცანის წინაშე!

დარწმუნებული ვარ ამ განცხადებასაც აგრესიით შეხვდებიან, და მაინც გთხოვთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, პატივი ვცეთ კანონს, არ დავუშვათ ძალადობა!“

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,328 ნახვა
%d bloggers like this: