ხელოვნება და კულტურა

საქართველოში Black Eyed Peas-ის კონცერტი დღეს გაიმართება

საქართველოში Black Eyed Peas-ის კონცერტი დღეს გაიმართება. 6 “გრემის” მფლობელი ამერიკული ჯგუფის ჩარტერი ბათუმის აეროპორტში გუშინ დაეშვა. ისინი მსმენელის წინაშე “ბლექსი არენაზე” 21:00 საათზე წარდგებიან.

“ამ ტურისთვის ჩვენ რეპერტუარში არაერთი ახალი სიმღერა შევიტანეთ. მსმენელებისთვის ჰიტად და ჩვენი ჯგუფისთვის კლასიკად ქცეულ სიმღერებსაც შევასრულებთ”, – ამბობენ ჯგუფის წევრები.

ჯგუფი საქართველოში ზღვისპირა ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას, ღამის კლუბებში წასვლას, ქართული მუსიკის მოსმენასა და ქართული სამზარეულოს დაგემოვნებას გეგმავენ.

Facebook Comments