პოლიტიკა

შემატყობინეს, რომ გლობალისტებს დაგეგმილი აქვთ ვიღაცის მკვლელობა იქით მხარეს

Nusagi

ჩვენ აქ არ შევკრებილვართ სკანდირებისთვის, ჩვენ ემოციური ხალხი ვართ და საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ მოვახდენთ თვითორგანიზებას სახალხო რაზმების, რომლის სტრუქტურა იქნება იერარქიული, გვეყოლება ათეულები, ასეულები და ლეგიონი,-ამის შესახებ ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამრთულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მათი მუშაობის სტილი და სახე იქნება მშვიდი და აუღელვებელი, ხოლო ვისაც უნდა, რომ იგინოს, იბილწსიტყვაოს და მოაწყოს იარაღით პროვოკაცია, წავიდეს აქედან.

„დილით უშიშროების ოფიცრებმა შემატყობინეს, რომ გლობალისტები ცდილობენ, გიჟებად გამოგვაჩინონ. დაგეგმილი აქვთ მკვლელობა იქითა მხარეს, რათა ჩვენ დაგვაბრალონ. აგერ ვარ 8 შვილის მამა და მე მესროლეონ, იმ გარყვნილი ადამიანებიდან ნურავის ნუ შესწირავენ ზვარაკად თავიანთ გეგმებს“,-განაცხადა მან.

ლევან ვასაძის თქმით, ათეულები 1 კვირის განმავლობაში მოახდენენ თბილისში პატრულირებას.

„ჩვენ არ გვექნება არანაირი იარაღი, გარდა ერთისა: თუ გარყვნილების პროპაგანდისტები ეცდებიან დემონსტრაციის ჩატარებს, ჩვენ აუცილებლად გავარღვევთ პოლიციის კორდონს“,-განაცხადა მან.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,338,789 ნახვა
%d bloggers like this: