ხელოვნება და კულტურა

„ჩერნობილის“ მეშახტე ბიძის სიკვდილში რადიაციას ადანაშაულებს

სერიალ „ჩერნობილის“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, შოტლანდიელი ალექს ფერნსი, რომელმაც ფილმში მთავარი ტულელი მეშახტე, ანდრეი გლუხოვი განასახიერა, Daily Record-თან საუბრისას აცხადებს, რომ ჩერნობილის ავარიის შედეგად, მისი ნათესავი დაავადდა და გარდაიცვალა.

მსახიობის ოჯახს მიაჩნია, რომ მისი ბიძის, რობერტ სტივენსონის გარდაცვალება რადიაციულ წვიმას უკავშირდება, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე მოვიდა ჩერნობილის რეაქტორის აფეთქების შემდეგ. ფერნსის თქმით, ბიძამისი, რომელიც 2004 წელს კიბოთი გარდაიცვალა, დარწმუნებული იყო, რომ მისი ავადმყოფობის მიზეზი ჩერნობილს უკავშირდებოდა. 

„ბიძაჩემი, რობერტი მაშინ შოტლანდიურ კომპანიაში მუშაობდა, სადაც წყალგაყვანილობებს აკეთებდნენ. როდესაც ჩერნობილში ავარია მოხდა, მოწამლული წვიმა შოტლანდიას დასავლეთიდან მიუახლოვდა და ცენტრისკენ დაიძრა“,-ყვება მსახიობი. მისივე თქმით, ბიძამისი კოლეგებთან ერთად წვიმაში აგრძელებდა მუშაობას.

„მათგან ვერც ერთმა 50 წელს ვერ მიაღწია, ყველა კიბოთი დაიღუპა“,-განაცხადა მან. ფერნსის თქმით, ეს ტრაგედია იმის მაგალითია, რომ ჩერნობილის ავარიის შედეგები გაცილებით მასშტაბური იყო, ვიდრე ეს ფილმიდან ჩანს.

აშშ-ს და ბრიტანეთის ერთობლივი მინი სერიალი „ჩერნობილი“ 6 მაისს გამოვიდა და რეიტინგით „სამეფო კარის თამაშებს“ გაასწრო. 

Facebook Comments
თეგები