პოსტები სოციალური ქსელიდან

სალომე ბერკერი – ემოციურად გავრბივარ სადღაც, ამ რეალობიდან შორს, სანამ ენერგია მეყოფა

Nusagi

რაციონალურად მესმის რომ “ამაზე დარდს ახლა აზრი არ აქვს”. ემოციურად ყოველდღე გავრბივარ სადღაც ამ რეალობიდან შორს და იქამდე, სანამ ენერგია მეყოფა,- ამის შესახებ ლაგოდეხში დაღუპული 16 წლის სოფი ნიკოლეიშვილის და, სალომე ბერკერი სოციალურ ქსელში წერს. 

სალომე ბერკერი მთავრობის ადმინისტრაციასთან, „თბილისი პრაიდის“ აქციაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. სოფის კი, ემოციურ პოსტს უძღვნის.

„ხანდახან რამე ნიუსს ან ეწ “სასარგებლო” სტატიას ვკითხულობ და ტვინი ინსტიქტურად გამირბის, რომ სოფის ჩავუგდო ლინკი და ვთხოვო, წაიკითხოს. მერე ვილაპარაკოთ და გავარჩიოთ, რა, რატომ და როგორ.

სულ მქონდა შეგრძნება, რომ აი ცოტა ხანიც, აი ცოტაც და გაიზრდება იმხელა, რომ ვიქნებით ჩვენ ორნი და სულ. რომ დავეხმარები ყველაფერში, რაშიც დავჭირდები. ვასწავლი ყველაფერს რაც ვიცი. და ამ დროს სოფიმ მასწავლა ყველაფერი მე. მე კიდევ ვერაფერიც ვერ მოვასწარი, რაც მინდოდა ერთად გვექნა.

რაციონალურად მესმის რომ “ამაზე დარდს ახლა აზრი არ აქვს”. ემოციურად ყოველდღე გავრბივარ სადღაც ამ რეალობიდან შორს და იქამდე სანამ ენერგია მეყოფა. ვიცი, რომ ყველანი ხედავთ და გვერდით მყავხართ. მადლობა, რომ მამაგრებთ.

ამ მესიჯის მერეც, როგორც ნამდვილი უფროსი და, მე ვუსწორებ გამოტოვებულ “ს”-ს და ვუხსნი, რომ 17 მაისი ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა და “პარადი” ივნისში ტარდება. და რა მნიშვნელობა აქვს მაგას, ხო წამოხვალ? მეკითხება სულსწრაფად და მოუსვენრად, როგორც იყო სულ.ხო, წამოვალ. რა თქმა უნდა“, -წერს სალომე ბერკერი და სოფის მიერ მესინჯერში მიწერილი ტექსტის სქრინს აქვეყნებს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,341,036 ნახვა
%d bloggers like this: