პოლიტიკა

არჩილ გამზარდია – ჩემს თვალში შსს ძალიან ჩამოიშალა, მინისტრი უნდა გადადგეს

Nusagi

ვფიქრობ როდესაც შსს აცხადებს, რომ სჯობს, ორგანიზატორებმა თავი შეიკავონ, უნდა დაიწყოს იმით, რომ გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი,-ამის შესახებ არჩილ გამზარდიამ ტვ-პირველის გადაცემაში „ხალხის პოლიტიკა“ ისაუბრა.

მისი თქმით, როდესაც შსს-ს არ აქვს უნარი, კანონით, კონსტიტუციით მინიჭებული უფლების დაცვა უზრუნველყოს, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამთავრებულია.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩემს თვალში ძალიან ჩამოიშალა ეს დღეები, მიუხედავად იმისა, მე რა ცხოვრების წესით ვცხოვრობ და რამდენად ვიზიარებ ვინმეს პოზიციას. ადამიანები განვსხვავდებით, მე მაგალითად, კონსერვატორი ვარ, ჯვარდაწერილი, მყავს ოჯახი, შვილები – მონათლული. და რა, ყველას ვინც ამ ცხოვრების წესს არ ატარებს, ქამრით და კომბლით გავეკიდო, თუ რა გავაკეთო? მე ვმეგობრობ ლგბტ თემის წარმომადგენლებთან, ისინიც იზიარებენ ჩემი ცხოვრების წესს, მეც ვიზიარებ და პატივს ვცემ. როდესაც მე ვლაპარაკობ, როგორ მიყვარს მეუღლე, ისინი ისმენენ, უხარიათ, პატივს სცემენ ისევე, როგორც მე მიხარია, როცა ისინი თავისი ცხოვრების პირად, ბედნიერ მხარეებზე რომ ლაპარაკობენ. სახელმწიფომ თანაბრად უნდა უზრუნველყოს თითოეული ჩვენგანის ბედნიერებაც, სიყვარულიც, ცხოვრების წესიც, აზრის გამოთქმაც.  თუ ფორმებზე ვერ ვთანხმდებით, შეგვიძლია ვიდავოთ, მაგრამ სახელმწიფო შუაში არ უნდა დადგეს. წარმოიდგინეთ, მძარცველი რომ შემომივარდეს და პოლიცია დადგეს კარში. სახელმწიფო შუაში მხოლოდ მაშინ უნდა ჩადგეს, როდესაც ტარდება ორი აქცია და ორივე აქციის წევრები თანაბრად იცავენ აზრის გამოხატვის უფლებას. მაგრამ როდესაც არსებობს მხარე, რომელიც მეორე მხარეს არ აძლევს ამის საშუალებას, აქ სახელმწიფო შუაში როგორ უნდა ჩადგეს“,-აცხადებს არჩილ გამზარდია.  

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,512 ნახვა
%d bloggers like this: