ეს საინტერესოა

ოჯახი რომ ბედნიერი იყოს, პირველ რიგში, დედა უნდა იყოს ბედნიერი

ყველამ კარგად იცის, რომ ოჯახის მიკრო კლიმატზე პასუხისმგებელი არის დედა. ძველი ებრაული თქმულება კი შესანიშნავად ხსნის, რატომ არის აუცილებელი, რომ დედა ბედნიერად გრძნობდეს თავს. 

„ცხოვრობდა ღარიბი ებრაული ოჯახი. ბავშვები ბევრნი იყვნენ, ფული კი – ძალიან ცოტა. საბრალო დედა დაუსრულებლად რაღაცას აკეთებდა, ალაგებდა, საჭმელს ამზადებდა, ხშირად ბავშვებს კეფაშიც უთავაზებდა ხოლმე და მუდმივად ცხოვრებას ემდუროდა.

საბოლოოდ, ძალა სრულიად გამოეცალა და რჩევისთვის რაბინთან მივიდა: როგორ გავხდე კარგი დედა? სახლში ჩაფიქრებული დაბრუნდა. მას შემდეგ თითქოს, გამოიცვალა. მართალია ოჯახში საკმარისი ფული კვლავ არ ჰქონდათ, მაგრამ ბავშვები უფრო დამჯერი გახდნენ, დედა მათ აღარ უბრზდებოდა, სახეზე კი, სასიამოვნო ღიმილი დასთამაშებდა.

ოჯახის წევრებს ერთი რამ აკვირვებდა. კვირაში ერთხელ დედა ბაზარში მიდიოდა, დაბრუნებისას კი თავის ოთახში იკეტებოდა. ბავშვებს ცნობისმოყვარეობა კლავდა. ერთხელ, აკრძალვის მიუხედავად, დედასთან შეიხედეს. დედა მაგიდასთან იჯდა და… ჩაის სვამდა ტკბილი ციმესით. 

„დედა, რას აკეთებ?”- შეჰყვირეს ბავშვებმა.

„ახლავე შვილებო! -წყნარად უპასუხა დედამ- ბედნიერ დედას გიმზადებთ!“.

მორალი: იმისთვის, რომ სხვებს ბედნიერება გაუნაწილო, ის ჯერ საკუთარ თავში უნდა გაზარდო. ამაშია საიდუმლო: ოჯახი რომ ბედნიერი იყოს, პირველ რიგში დედა უნდა იყოს ბედნიერი .

Facebook Comments
თეგები