სამართალი

2004 წელს გარდაცვლილი გიორგი ბოლქვაძის დედამ საქართველოს სტრასბურგში საქმე მოუგო

Nusagi

2004 წელს გარდაცვლილი გიორგი ბოლქვაძის დედამ, გულნარა სარიშვილმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ საქმე მოიგო. სასამართლოს განცხადებით, გიორგი ბოლქვაძის გარდაცვალების საქმეში ადგილი ჰქონდა ექიმების დაუდევრობას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა სიცოცხლის უფლება და კომპენსაციის სახით მას 20 ათასი ლარი დააკისრა.

სასამართლო დავა 15 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. გულნარა სარიშვილმა კომპენსაციის მიღების მოთხოვნით ბათუმის იუსტიციის სახლში აღსრულების ბიუროს დღეს მიმართა. გარდაცვლილის დედა საქმის თავიდამ გამოძიებასა და დამნაშავე პირების დასჯას ითხოვს.

“არასწორი მკურნალობით 25 წლის შვილი მომიკლეს. ყველა ინსტანციაში გასაჩივრებილი მქონდა, მივმართე სტანსბურგსაც, გადაწყვეტილებით დადგინდა რომ ჩემი და ჩემი შვილის უფლებების დარღვევა. გამოიკვეთა რომ სრულიად ჯანმრთელკ შვილი არასწორო მკურნალობით მომიკლეს. კომპემსაციას გადამიხდის სახემწიფო, მე კატეგორიულად ვითხობ საქმის ხელახლა გამოძიებასა და დამნაშავე ექიმების დასჯას”, – განაცხადა გულნარა სარიშვილმა.

სარიშვილის ადვოკატი ემზარ პაქსაძე კი სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებს ითხოვს, შესაბამისი ინიციატივით ის პარლამენტს ხვალ მიმართავს.

“გვაქვს ორი მოთხოვნა, ერთი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მორალური ზიანი აუნაზღაურდეს და მეორე მივამრთავ საქართველოს პარლამენტს, რათა სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები გახორციელდეს და მოქალაქეებს მიეცეს უფლება, თუ ექიმების დაუდევრობით ან გულგრილობით მოხდება პირის გარდაცვალება, მათ ოჯახის წევრების აუნაზღაურდეთ შესაბამისი მორალური ზიანი”, – განაცხადა ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ.

2004 წლის 16 თებერვალს “აჭარაგანათებაში” მომუშავე, 25 წლის გიორგი ბოლქვაძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა. ის ბათუმის ყოფილ პირველ საავადმყოფოში იმავე წლის 14 მარტს გარდაიცვალა. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,032 ნახვა
%d bloggers like this: