სპორტი

მათე გოქაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე მათე გოქაძე (110 კგ) ფინალში გავიდა. ქართველი სპორტსმენი ფინალში ოქროს მედლისთვის რუსეთის წარმომადგენელ საიდ მუსაევს შეხვდება.

იტალიის ქალაქ ფაენზაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მედლისთვის იბრძვიან დიმიტრი ხაჩიძე (55) და ნიკოლოზ მარგველაშვილი (65).

ამასთან 45-51-60-71-92 კილოგრამი წონითი კატეგორიის წარმომადგენლები წინასწარ და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ. ჩვენი ქვეყნის ღირსებას – დავით გვასალია (45 კგ), თორნიკე სოლომონიძე (51 კგ), ნიკა ბროლაძე (60 კგ), დათა ჩხაიძე (71 კგ) და კოტე სიჭინავა (92 კგ) დაიცავენ.

შეხვედრები დღეს თბილისის დროით 13:30 საათზე განახლდება.

Facebook Comments