სპორტი

ნეიმარს უძრავი ქონება დაუყადაღეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს უძრავი ქონების 36 ობიექტი დაუყადაღეს. ნეიმარის გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ბრაზილიის სასამართლომ გადასახადების დამალვის გამო მიიღო. ამის შესახებ Folha de Sao Paulo წერს

გამოცემის ინფორმაციით, ბრაზილიის მთავრობა ფეხბურთელისგან 15.6 მილიონ ევროს ითხოვს. ნეიმარის ადვოკატები თანხის შემცირებას ცდილობენ. 

2013 წელს „ბარსელონაში“ გადასვლასთან დაკავშირებული ფინანსური დარღვევების გამო ნეიმარს 42.5 მილიონი ევრო აქვს გადახდილი. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნეიმარის დაყადაღებულ ობიექტებს შორის სან-პაულუში მდებარე 10 მილიონი ევროს ღირებულების ორი სახლიც არის.

Facebook Comments