სელებრითები

ჟურნალ TIME-ს წლის ადამიანად კიანუ რივზის დასახელებას თხოვენ

მსახიობ კიანუ რივზის ფანები ითხოვენ, რომ ის ჟურნალ Time-ის ვერსიით, წლის ადამიანად დასახელდეს. ამის შესახებ გამოცემა Screen Rant ვებგვერდზე Change.org გამოქვეყნებულ პეტიციაზე დაყრდნობით იუწყება.

მიმართვა რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. ამ დროისთვის პეტიციას 5 ათასმა მომმხმარებელმა მოაწერა ხელი.

აღსანიშნავია, რომ ჯონ უიკის შესახებ ფილმების სერიის შემდეგ რივზი კვლავ მოხვდა ჰოლივუდის ყველაზე ცნობილ ადამიანებს შორის. ბოლო წლებია ის ასევე ინტერნეტ-ვარსკვლავია, მისი გმირობების შესახებ ქსელში უამრავი მემია გავრცელებული.

კერძოდ, მარტში ცნობილი გახდა, რომ კიანუ რივზი დაეხმარა სან-ფრანცისკო-ლოს-ანჯელესის რეისის მგზავრებს , როდესაც თვითმფრინავმა ავარიული დაჯდომა განახორციელა ბეიკერსფილდში. კალიფორნიის შტატში. ბორტზე მყყოფი მსახიობი დაჯდომის შემდეგ ავიაკომპანიას მინივენების შესახებ მოელაპარაკა, რომლებსაც მგზავრები დანიშნულების პუნქტში უნდა მიეყვანა. მანამდე კი, მგზავრებს აღნიშნული ტრანსპორტით ქალაქში ექსკურსია მოუწყო. გარდა ამისა, გზაში რივზი თანამგზავრებს ართობდა და მათთან ერთად სელფს იღებდა.

Facebook Comments