ცხოველები

რატომ მიიღეს აშშ-ში გადაწყვეტილება, მოეკლათ ზედმეტად მეგობრული დათვი

აშშ-ში, ორეგონის შტატის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, მოეკლათ შავი დათვი, რომელიც ადამიანების მიმართ ზედმეტად მეგობრული იყო. ინფორმაციას The Mirror ავრცელებს. 

სკოგინს-ველის პარკის წარმომადგენლებმა 11 ივნისს მიიღეს შეტყობინება პარკის დამთვალიერებლებისგან, რომ მათ სეირნობისას შავი დათვი შეხვდათ. შტატის ხელისუფლებამ ტურისტები გააფრთხილა, არ ენდონ „ბელის საწყალ თვალებს“, არ მიუახლოვდნენ და არ გადაიღონ სელფი. მიუხედავად ამისა რამდენიმე ადამიანმა მაინც გადაიღო მტაცებელთან ფოტო და საკვებიც დაუტოვა.

მოგვიანებით ადგილზე მივიდნენ ბიოლოგები. მათი მიზანი იყო დათვის დაჭერა და სხვა ადგილზე გადაყვანა. ბიოლოგებმა 45- კილოგრამიანი ბელი იპოვეს, რომელიც ტურისტების მიერ მიცემულ მზესუმზირას და სიმინდის მარცვლებს მიირთმევდა. დათვს ბიოლოგების შეეშინდა და გაიქცა. მას დაეწივნენ და მოკლეს. 

„ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ რატომ ვთხოვთ ადამიანებს, ნუ აჭმევენ დათვებს. მტაცებლის კვება- ცუდი იდეაა. მათ საკუთარ თავზე ზრუნვა დაუხმარებლადაც შეუძლიათ“,-განაცხადა ბიოლოგმა. მისივე თქმით, თუ ერთხელ მაინც მისცემთ დათვს საკვებს, მტაცებელი იწყებს ადამიანების ასოცირებას საჭმელთან და სავარაუდოდ, შემდეგი შეხვედრისას თავს დაესხმის მათ.

ვაშინგტონის ოლქის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ „ძალიან შეწუხებულია, რომ ასე მოხდა“.

Facebook Comments
თეგები