კრიმინალი

სტამბოლის პოლიცია სისხლიანი დაპირისპირების კიდევ ორ მონაწილე ქართველს ეძებს

სტამბოლში გუშინ საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. CNN Turk-ის ინფორმაციით, ერთმანეთს ლოგისტიკური კომპანიის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ მხარეებმა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. 

ადგილზე დაიღუპა 51 წლის რუსეთის მოქალაქე, მან მუცლის არეში მიიღო ჭრილობა. საქართველოს 56 წლის მოქალაქე თენგიზ ფხაკაძე კი, მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით. 

რუსთავი2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებს. ჩხუბის დანარჩენი მონაწილეები უკვე დააკავეს.

საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სტამბოლში საქართველოს საკონსულო თურქეთის პოლიციასთან აქტიურ კომუნიკაციაშია და პერიოდულად იღებს ცნობებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ

Facebook Comments