Uncategorized მედიცინა

ქუთაისში ხანძრის შედეგად დაშავებული 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე აფეთქებისგან გამოწვეული ხანძრის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი ქუთაისის თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტუკური ქირურგიის ცენტრშია მოთავსებული.

დამწვრობის ცენტრის ექიმის გიორგი აბესაძის ინფორმაციით, სამივე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მათ სხეულის 75-დან 30%-იანი დამწვრობა აღენიშნებათ და სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

„შემოვიდა ოთხი პაციენტი, ამათგან სამი რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. უტარდებათ მკურნალობა, მდგომაროება მძიმეა, მათი თბილისში გადაყვანა საჭირო არ გახდება. რაც შეეხება მეოთხე პაციენტს, არასრულწლოვანი იყო და ის გადაყავთ თბილისში. ასევე თბილისში გადაყავთ ერთი დაშავებული მოქალაქე. ორი პაციენტი სხვა კლინიკაშია მოთავსებული”-განაცხადა გიორგი აბესაძემ.

კორპუსში რამდენიმე ბინა დაზიანდა. აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საწვავს მოეკიდა, რასაც აფეთქება მოჰყვა.

Facebook Comments