ტექნოლოგია

Amazon-ზე სამაჯური-ელექტროშოკი იყიდება, რომელიც მავნე ჩვევებს ებრძვის

Amazon-ზე  ინოვაციური სამაჯური გამოჩნდა, რომელიც დენს დაგარტყამთ, თუ ზედმეტ ფასტფუდს მიირთმევთ, ფრჩხილების კვნეტას დაიწყებთ, ან ინტერნეტში დიდხანს დაჰყოფთ. მწარმოებელი აცხადებს, რომ ელექტრონული სამაჯური ადამიანს მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებაში ეხმარება. სიახლე 199,99 დოლარი დაგიჯდებათ. ინფორმაციას  The Daily Mail ავრცელებს.

ინოვაციური სამაჯურის ავტორი მანაშ სეთხი ამბობს, რომ დარტყმის სიძლიერე ვერ შეედრება ელექტროშოკს, თუმცა საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ ცოტა შეგახტუნოთ.

სიახლის ყიდვა შესაძლებელია ინტერნეტ-მაღაზია Amazon-ზე. სამაჯური განკუთვნილია მავნე ჩვევების ფართო სპექტრისთვის, მათ შორისაა მოწევა, ხანგრძლივი ძილი, ინტერნეტში დიდხანს ყოფნა და სხვ. 

კომპანიის მტკიცებით, 3-5 დღის განმავლობაში შეამჩნევთ, რომ „დამღუპველი ჩვევები მცირდება ან საერთოდ ქრება“. საქმე იმაშია, რომ ფიქსირდება უსიამოვნო შეგრძნება მავნე ჩვევასთან ერთად. ტვინი ავტომატურად აღიქვამს ამ პროცესს, „ისეთ რაღაცად, რაც ძალიან არ უნდა“.

დატენილი სამაჯური 150 დარტყმაზეა გათვლილი. ამგვარად, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ენერგიულად დაარღვევთ წესებს. 

Facebook Comments