საზოგადოება

თბილისში 600-ზე მეტ ობიექტს, სადაც ხალხი ცხოვრობს მაგრამ ექსპლუატაციაში არაა შესული, ექსპუატაციაში მიიღებენ

Nusagi

თბილისში 600-ზე მეტ ობიექტს, სადაც ხალხი ცხოვრობდა, თუმცა ექსპლუატაციაში არ იყო შესული, ე.წ. ამნისტია შეეხება და თბილისის მერია მათ ექსპლუატაციაში მიიღებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

“600-ზე მეტი ობიექტია ქალაქში, რომელიც დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში მიღებული არ არის, შესაბამისად, ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პირველ რიგში კი იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ შენობა-ნაგებობებში ფლობს ფართებს, რადგან ამ საცხოვრებელი ფართების ფასი საბაზრო ფასთან შედარებით არის ძალიან დაბალი და ვერ იყენებენ ვერაფერში, თუნდაც მაგალითად კრედიტის გამოტანისთვის.

შესაბამისად, ისეთ შენობა-ნაგებობებზე, რომლის დარღვევების გამოსწორება ფიზიკურად არის შეუძლებელი, ისეა მშენებლობა განხორციელებული, ჩვენ ვაკეთებთ ამნისტიას და გვინდა ეს შენობა-ნაგებობები მივიღოთ ექსპლუატაციაში. თუმცა, სამომავლოდ ანალოგიური დარღვევები, სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. ამნისტია არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტთან, მაგრამ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელთა გამოსწორებაც უკვე შეუძლებელია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,826 ნახვა
%d bloggers like this: