რელიგია

საპატრიარქო სასულიერო პირებს შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს

ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან-ამის შესახებ საპატრიაქროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. 

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ბოლო დროს ლგბტ-პრაიდთან დაკავშირებულმა მოვლენებმა ქვეყანაში ვითარება უკიდურესად დაძაბა.

„აღნიშნულთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქომაც თავისი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა.

ჩვენ გვესმის, რომ ემოციური ფონი გამძაფრებულია, მაგრამ სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან.

პირველ რიგში მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება”-წერია განცხადებაში. 

Facebook Comments