მისტიკა და ჩვეულებები პოსტები სოციალური ქსელიდან

ქართველი ემიგრანტი დახმარებას ითხოვს – სახლში, სადაც ვმუშაობ, უცნაური ამბები ხდება

ფეისბუქჯგუფში, სადაც ქართველი ემიგრანტები ერთმანეთს რჩევებსა და შთაბეჭდილებებს უზიარებენ, ერთ-ერთმა მომხმარებელმა დახმარება ითხოვა. მისი თქმით, რამდენიმე თვეა, მოხუც ქალთან მომვლელად დაიწყო მუშაობა, მაგრამ სახლში, სადაც ის ცხოვრობს, უცნაური მოვლენები ხდება.

„მოკლედ დიდი ხანი ვიფიქრე დამეწერა თუ არა ეს ამბავი. ვმუშაობ მოხუც ბებოსთან უკვე მესამე თვეა… ბებო კი არის უჟმური უხასიათო არაფერი მოწონს, სულ დაბოღმილია და გაბოროტებული. რომ შეხედოთ, სახეზეც ეტყობა მთელი ცხოვრება სიბოროტეს აფრქვევდა. მოკლედ ამ ქალს სამი შვილი ყავს დაღუპული, აქედან ერთი ქალიშვილია, რომელმაც თავი მოიკლა სწორედ იმ სახლში და იმ საძინებელში სადაც მე მძინავს ღამით…

ბოლო პერიოდია დაიწყო ძალიან უცნაური მოვლენები ჯერ კედლიდან ისმოდა საათის ზარის მაგვარი ხმები. იწყება ჩუმად და ბოლოს იმხელა ხმაზე ადის, შეუძლებელია, რომ ყურადღება არ მიაქციოს ვინმემ. ვეკითხები ამ ქალს, რა ხმები ისმის ან საიდან თქო და ირონიულად მპასუხობს არ ვიციო…

შემდეგ დაიწყო სახლში შუქების ანთება- ჩაქრობა. თავისით ინთება-ქრება… სახლიდან გამავალი კარებია, სადაც სათბურის მაგვარი ოთახია ეს კარები იმდენად მძიმეა, თუ არ დაეჯაჯგურე, ვერ გააღებ, არ არსებობს უბრალოდ და თან როცა იღება საკმაოდ დიდი ხმა აქვს. ღამის სამ საათზე მესმის ამ კარის ხმა. გამოვხედე და ვხედავ იმ ოთახში ანთია სინათლე და ეს კარები მოძრაობს თავისუფლად. შევშინდი, გავიქეცი ოთახში გადავიფარე თავზე საბანი და მთელი ღამე გავათენე თეთრად.

ყოველ ღამე ამ გარდაცვლილი ქალის სურათს ვასწორებ, ვდებ ისე, რომ იყურებოდეს წინ და დილით შებრუნებული მხვდება… სამი დღის წინ კი ასევე ღამის სამ საათზე მესმის კაკუნის ხმა საშინელი. მუსიკალურად აყვა თან გამცრა ტანში ისევ შევშინდი. დღეს კი პიკი მოხდა: ვარ ჩემს საძინებელში სარკესთან და უცებ ვიღაც მომეხვია ცივი ხელებით, აშკარად ვიგრძენი, გეფიცებით ხალხო არაფერს ვიგონებ, ჭკუიდან შემარყია ამ ყველაფერმა და ეს ქალი. ანუ ბებო მეუბნება, რომ მისი გარდაცვლილი შვილია აქ და ექსტრასენსი ვარო…

გეხვეწებით, დაწერეთ ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა და რა შეიძლება რომ მოვიმოქმედო. ვიცი, ყველა იმას მეტყვის წადი მაქედანო მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებ და ყოველ დღე იმას ვფიქრობ, იქნებ აღარაფერი მოხდეს. მირჩიეთ ვინმემ რამეეე“,-წერს ემიგრანტი. 

პოსტს უამრავი გამოხმაურება და ასეულობით კომენტარი მოჰყვა. ემიგრანტები ქალს ურჩევენ, სასწრაფოდ დატოვოს სახლი და სხვა სამსახური მოძებნოს. ბევრმა ექიმთან მისვლა ურჩია, ზოგმა კი ვარაუდი გამოთქვა, რომ ყველაფერი მოხუცი ქალის ოინებია. 



Facebook Comments
თეგები