Uncategorized

ქუთაისში თეთრი ხიდი დააზიანეს

Nusagi

ქუთაისში თეთრ ხიდზე მინა დაზიანდა. მერიაში განმარტავენ, რომ ხიდი, სავარაუდოდ, განზრახ დააზიანეს. 

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნუგზარ ხუციბერიძე აცხადებს, რომ ადგილზე არსებულ მდგომარეობას უკვე გაეცნენ და ჩანს, რომ მინა მძიმე საგნით არის დაზიანებული. მისივე თქმით, პოლიციას მასალები უკვე გადაეგზავნა. 

“შევისწავლეთ მდგომარეობა და ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინა წინასწარი შეცნობით, მძიმე წვეტიანი საგნით განზრახ არის დაზიანებული. დასურათებული მასალები გადაეგზავნა პოლიციას და დაიწყო შესწავლა. დაზუსტებით ამის შემდეგ გვექნება პასუხი”, – განაცხადა ნუგზარ ხუციბერიძემ. 

ხუციბერიძე არ იზიარებს, მოსაზრებას, რომ ხიდზე მინა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო დაზიანდა. მისი თქმით, ხიდზე მოქალაქეები აქტიურად მოძრაობენ და ხიდი საფრთხეს არ წარმოდგენს. მისივე განმარტებით, ხიდზე სამუშაოები დღესვე დაიწყება და რამდენიმე დღეში მინა შეიცვლება.

ქუთაისში თეთრ ხიდს რეაბილიტაცია შარშან ჩაუტარდა. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,335,172 ნახვა
%d bloggers like this: