ბიზნესი სამართალი

რუსეთის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის მუზეუმში ჩხრეკა ჩაატარა

გამოძების ფედერალურმა ბიურომ ჩხრეკა ჩაატარა კერძო კოლექციების მუზეუმში Собрание, რომელიც ბიზნემსნმა დავით იაკობაშვილმა 2018 წელს დააარსა. ამის შესახებ ТАСС სამართალდამცავ ორგანოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩხრეკის მიზეზი არ სახელდება. გავრცელებული ვერსიით, საგამოძიებო მოქმედებები იაკობაშვილის ყოფილი პარტნიორის, ბორის მონახის საჩივარზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება. საქმე ერთ-ერთ საწარმოში წილის მითვისებას ეხება.

RTVI-ს ცნობით, იაკობაშვილი ამჟამად ჟენევაში იმყოფება. ის კომენტარზე უარს აცხადებს. ასევე არ სურთ კომენტარის გაკეთება მუზეუმის თანამშრომლებს.

იაკობაშვილის მიერ დაარსებულ მუზეუმში 20 ათასამდე ექსპონატია წარმოდგენილი. მათ შორის ფერწერისა და გრაფიკის ნიმუშები, ასევე რუსული ბრინჯაო და დეკორატიული ხელოვნება, მექანიკური მუსიკალური ინსტრუმენტებისა და ზარდახშების უნიკალური კოლექცია. 

Facebook Comments