პოლიტიკა

მოხდა მცდელობა ლევან ვასაძის დემონიზაციის, რომელსაც ცხოვრებაში სიბოროტე არ გაუკეთებია

Nusagi

40 წელი ერთად გავატარეთ, ლევან ვასაძეს ცხოვრებაში არავინ დაუჩაგრავს –  ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში „პოლიტმეტრი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ლიბერალიზმი გულისხმობს იმას, რომ სხვისი აზრიც მისაღებია.

„მაშინ რატომ არ არის მისაღები იმათი აზრი და შეხედულება, რომლებსაც პრონციპულად მიუღებლად მიაჩნიათ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია. მათაც ხომ აქვთ უფლება, რომ ასე იფიქრონ და არ მოსწონდეთ. არ უნდა დავიცვათ მათი სიტყვის თავისუფლება და მათი უფლება, არ მოსწონდეთ რაღაც? რა თქმა უნდა, როცა ფიზიკურ დაპირისპირებაზეა, მაშინვე უნდა შევაჩეროთ, მაგრამ მათ აქვთ უფლება, ასე ხედავდნენ სამყაროს.

როცა ლაპარაკია ლევანზე, რომელთან ერთადაც 10 წლიდან ვარ , დავინახე, რომ მოხდა მცდელობა მისი დემონიზაციის, 40 წელია ერთად ვართ. მას ცხოვრებაში არავინ დაუჩაგრავს და არავისთვის სიბოროტე არ გაუკეთებია. ჩვენ განსხვავებულ პოზიციაზე ვართ, ჩემთვის ლგბტ თემის დარდი ბოლომდე გასაგებია, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ მოვახდენთ ერთმანეთის დემონიზაციას და ერთმანეთს კოშმარულ სახელებს დავარქმევთ და შევიზიზღებთ განსხვავებულებს, ერთნი ამას გავაკეთებთ ქრისტიანობის სახელით და მეორენი- ლიბერალიზმის სახელით ეს ზუსტად ერთი მიმართულებით მიმავალი გზაა“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,328,351 ნახვა
%d bloggers like this: