საზოგადოება

გაეროს ელჩი საქართველოში პრაიდზე: ვიმედოვნებთ შსს უზრუნველყოფს ადამიანების უსაფრთხოებას

Nusagi

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა „თბილისის პრაიდთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ ლგბტ თემისა და საქართველოში არსებული სხვა უმცირესობათა უფლებების დასაცავად უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო.

მისი თქმით,  ლგბტ თემი საქართველოში ყოველდღიურად განიცდის დისკრიმინაციას, რაც გაეროს სპეციალური წარმომადგენლის დასკვნაშიც წერია, რომელსაც გაერო 24 ივნისს ჟენევაში წარადგენს.

“ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი უწყებები, კერძოდ, შსს რომელსაც ნამდვილად გააჩნია ამის შესაძლებლობა და უნარი უზრუნველყოფს ადამიანების უსაფრთხოებას ამ კონკრეტული მარშის, თუ სხვა მსვლელობის დროს. დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ დაცულია არამხოლოდ უმრავლესობის უფლებები, არამედ სწორედ უმცირესობების უფლებებიც”, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

თბილისში “თბილისის პრაიდის” კვირეული მიმდინარეობს, რომელსაც საზოგადოებაში მოწინააღმდეგეები ჰყავს. გაჟღერებული მუქარის მიუხედავად, პრაიდის ორგანიზატორები გეგმების შეცვლას არ აპირებენ. 

Facebook Comments

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,809 ნახვა
%d bloggers like this: