თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადეს. შაქარაშვილმა ბანერი გააკეთა რომელზეც წერია: კობახიძე=გავრილოვს. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ.
პარლამენტში ასევე გაჩნდა წარწერა ასამბლეასთან დაკავშირებით გაკეთებულ ბანერზე, სადაც წერია რომ „დაიწყოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესი“.
Facebook Comments