პოლიტიკა

ვაცნობიერებ, რამ გამოიწვია მოსახლეობის სამართლიანი მღელვარება და ბოდიშს ვიხდი

Nusagi

ვაცნობიერებ იმას, რატომ გაღიზიანდა მოსახლეობა როდესაც რუსი დეპუტატი დაინახა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და მინდა, ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას, -განაცხადა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, ორგანიზაციამ არ გაითვალისწინა მათი თხოვნა, ასმბლეის სხდომა ბერძენ გენერალურ მდივანს წაეყვანა.

“ალბათ, მეტი უნდა მომენდომებინა სამდივნოში მუშაობისას, მოვლენების ასეთი განვითარება თავიდან რომ ყოფილიყო აცილებული. მე ვრძნობ მოსახლეობის სამართლიან მღლვარებას და ამიტომ მათ ვუხდი ბოდიშს.

მე ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველომ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა უნდა გამოიყენოს ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. რაც შეეხებაასამბლეის სხდომის ჩატარების ადგილს და ის, რომ სესია წაიყვანა არა გენერალური ასამბლეის ბერძენმა გენერალურმა მდივანმა, არამედ, ასამბლეის რუსმა პრეზიდენტმა, ესორგანიზაციის პროტოკოლით მიღებული გადაწყვეტილება იყო.

თუმცა ის, რომ სესია რუსულ ენაზე გაიხსნებოდა, პირადად მე, არ ვიცოდი,”- აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა გააპროტესტეს.

ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.

სხდომა საქართველოს პარლამენტში შეწყდა და სესიის დელეგატებმა პარლამენტი დატოვეს.

Facebook Comments

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,327,155 ნახვა
%d bloggers like this: